ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპული პარტიისთვის (ALDE Party) პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი ავადმყოფობის შედეგად 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.
ALDE-ს გენერალური დირექტორი იაკობ მოროზა რასმუსენი წერს, რომ ჰანს ვან ბაალენი გუშინ, საკუთარ სახლში, მცირეხნიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ბაალენი ALDE-ს პრეზიდენტის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.