აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, შემოდგომაზე სკოლები გახსნილი უნდა იყოს.
როგორც თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, CDC და მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ სეზონისთვის სკოლების სრულად გახსნა შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგი ვაქცინით არ აიცრებიან.
”მეცნიერებისა და CDC- ს რეკომენდაციების საფუძველზე, სკოლები ყველა ღია უნდა იყოს”, - თქვა ბაიდენმა.
აღსანიშნავია, რომ CDC– ის რეკომენდაციების მიხედვით, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს გარე სივრცეში შეუძლიათ, რომ ნიღბები არ ატარონ.
კითხვაზე აპირებს თუ არა პრეზიდენტი ბაიდენი, რომ ნიღაბი აღარ ატაროს, თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ რა თქმა უნდა, თუმცა მისივე განმარტებით მოსახლებასთან ბევრი შეხვედრები მოუწევს, შესაბამისად პირბადის ტარება საჭიროა, რათა სხვებს გაუფრთხილდეს, ვინც ვაქცინირებული არ არის.
მისივე თქმით, მიუხედავად ვაქცინირებული ადამიანების პრივილეგირებისა, ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა, ვაქცინაცია არ ჰქონდეს ჩატარებული - განსაკუთრებით ბავშვებს ამიტომაც, ხალხმრავალ სივრცეში ნიღბის ტარება "პატრიოტული პასუხისმგებლობაა".