მას შემდეგ, რაც ებრაელთა რელიგიურ ფესტივალზე 45 ადამიანი დაშავდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 2 მაისი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ისრაელის სახელმწიფოში ერთ-ერთ უმძიმეს კატასტროფად შეაფასა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
"მერონის მთის ტრაგედია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრაგედიაა, რომელიც ისრაელის სახელმწიფომ ნახა", - თქვა ნეთანიაჰუმ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ეს არის ეროვნული გლოვის, აგრეთვე ეროვნული ერთიანობის და ორმხრივი პასუხისმგებლობის დღე.
"ჩვენ ჩავატარებთ დეტალურ, სერიოზულ და სიღრმისეულ გამოძიებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსგავსი კატასტროფა აღარ განმეორდეს. მსურს, კვირა ეროვნული გლოვის დღედ გამოვაცხადო", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.