კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ მან ფეისბუკის გვერდზე დაწერა.
თვითიზოლაციაში უკვე გადასულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
კორონავირუსი პრემიერის დაცვის თანამშრომლებს დაუდასტურდა.