რომში, პიცების კონკურსში, ქართველმა მზარეულმა ვალერი სახიაშვილმა გაიმარჯვა.
ვალერი სახიაშვილმა ცნობილი მზარეულის, მასიმო დელ მესტრეს ორგანიზებულ პიცების კონკურსში Pizza Capitale Trophy იტალიელები დაამარცხა.
ოსტატი მასიმო დელ მესტრის მიერ ორგანიზებულ პიცის ეროვნული ჩემპიონატში, სახელწოდებით Pizza Capitale Trophy, პიცის მზარეულები მთელი იტალიიდან მონაწილეობდნენ. პიცის შემსრულებლებს ჟიური აფასებდა, რომელიც ცამეტი ექსპერტისგან შედგებოდა.
ჩემპიონატი დაყოფილი იყო ხუთ კატეგორიად: ნეაპოლიტანური პიცა, კლასიკური პიცა, გურმანი პიცა, სცენოგრაფიული პიცა და დესერტის პიცა.
კონკურსზე ვალერის მიერ შემოთავაზებული გურმანული პიცა, რომელიც მომზადდა არტიშოკის კრემის, სტრაჩიატელას, ბეკონის ქერქში გახვეული კრევეტებისა და დათვა სოკოს ფხვნილისაგან, კონკურსის ტრიუმფატორი გახდა და პირველი ადგილი მოიპოვა.