ავღანეთის აღმოსავლეთ ლოგარის პროვინციაში, ქალაქ პულ-ი-ალამში, ავტომობილის აფეთქებამ მინიმუმ 27 ადამიანი იმსხვერპლა, 60 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ლოგარის პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელმა, ჰასიბულა სტანექზაიმ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი საავადმყოფოს მახლობლად აფეთქდა.
ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.