"ოპოზიცია პარლამენტშია და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს მათი მოსაზრებები", - ამის შესახე აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რადიო "ათინათთან" ინტერვიუში განაცხადა. (ათინათის თარგმანი)
ელჩის თქმით, ამ შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანი იყო. აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ ამ საკითხებზე ღიად მსჯელობა, ძალიან მნიშვნელოვანია.
"ახალი შეთანხმების შედეგად ჩნდება იმის საშუალება, რომ ძალინ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმები განხორციელდეს და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ პროცესში იმის ნახვა, თუ როგორ სწავლობდნენ პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთთან მოლაპარაკებას, ბევრი მათგანი მანამდე ერთმანეთს არ იცნობდა, თუმცა, შეძლეს და იმუშავეს საკმაოდ რთულ საკითხებზე.
რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ ამ საკითხებზე ღიად მსჯელობა, ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მნიშვნელოვანია ასევე, რომ პარლამენტში გაგრძელდეს ეს სამუშაო. მაშინ როცა ოპოზიცია უკვე არის პარლამენტში და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს ოპოზიციის მოსაზრებები, სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებები და მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგი არ წარმოადგინოს პარლამენტში", - განაცხადა დეგნანმა.