დონბასში ლატვიის საპატიო საკონსულო გაიხსნა

დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ლატვიის საპატიო საკონსულო გაიხსნა. ამის შესახებ, უკრაინაში ლატვიის საელჩოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ლატვია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ომის დაწყებიდნ გახსნა საპატიო საკონსულო დონბასში.

"2021 წლის 30 აპრილს სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რიხარდს კოლსმა ლატვიის საპატიო საკონსულო დონეცკის რაიონის ქალაქ სლავიანსკში ლატვიის საპატიო საკონსულო გახსნა. ლატვიის საპატიო კონსულად ალექსანდრე პავენკო დაინიშნა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

რიხარდ კოლსმა საპატიო საკონსულოს გახსნისას აღნიშნა, რომ საკონსულოს გახსნა ლატვიის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ნიშანია.

მისივე თქმით, ლატვიას სურს განავითაროს ურთიერთობები დონეცკის რეგიონთან განათლების, ეკონომიკისა და სხვა სექტორებში.

ლატვიას თავისი საპატიო საკონსულოები გახსნილი აქვს ასევე ლვოვში, ჩერნიგოვში, ოდესაში, ზაპოროჟიესა და ჩერნოვცში.