ამჟამად თურქეთს აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგოდ საკმარისი ვაქცინა და ვაქცინების მომარაგებაში მოსალოდნელი სირთულეები არ არსებობს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. აღნიშნულ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედი გამოთქვა, რომ Sputnik V-ის ვაქცინასაც მალე მიიღებენ.
თურქეთის პრეზეიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ გერმანულმა ფირმა BioNtech-მა, რომელიც პარტნიორობას უწევდა აშშ-ის Pfizer-ს, პირობა დადო, რომ თურქეთს ვაქცინებს გადასცემს.