ევროკავშირი: რუსეთის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ მან ევროკავშირთან დაპირისპირება აირჩია

"რუსეთის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ მან ევროკავშირთან დაპირისპირება აირჩია", - ასე ეხიანებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი ევროკავშირის რვა მოქალაქის წინააღმფდეგ რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ხელისუფლების დღევანდელ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 8 მოქალაქის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის შესახებ. ამაში შედიან ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა ჯოროვა, აგრეთვე ევროკავშირის ექვსი წევრი ქვეყნის ოფიციალური პირები. ეს ქმედება დაუშვებელია, არ აქვს რაიმე სამართლებრივი დასაბუთება და სრულიად უსაფუძვლოა. ეს მიზნად ისახავს უშუალოდ ევროკავშირს და არა მხოლოდ კონკრეტულ პირებს.

ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება გასაოცარი დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ აირჩია რუსეთის ფედერაციამ ევროკავშირთან დაპირისპირება იმის ნაცვლად, რომ თანხმობა განაცხადოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების უარყოფითი ტრაექტორიის გამოსწორებაზე.

ევროკავშირი უფლებას იტოვებს, მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ", - ნათქვამია განცხადებაში.