დღეს გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს

სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გამონაკლისის სახით, საქართველოში ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1-ელ მაისს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამასთანავე, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება;

მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.

2-დან 4 მაისის ჩათვლით, საფლავებზე გასვლა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა აკრძალული

როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა;

ცნობისთვის, საქალაქთაშორისო მოძრაობა არ იზღუდება.

ცნობილია, რა შეზღუდვები ამოქმედდება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით - სრულად