COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 147 ადამიანს დაუდასტურდა, 690 გამოჯანმრთედა, ხოლო 20 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 129 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 667 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 462 PCR ტესტით.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 311 457-ს, გამოჯანმრთელდა 291 457, ხოლო ჯამში 4 130 ინფიცირებული გარდაიცვალა.

დადებითობის მაჩვენებელი: 30 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.70%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.13%.

ნფიცირების 1 147 ახალი შემთხვევიდან 653 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 144, იმერეთი - 83, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 36, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 102, კახეთი - 35, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 15 844, საიდანაც: 3 919 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 125, აჭარაში - 447, იმერეთში - 415.

მძიმე პაციენტი: 743, მათ შორის, თბილისში - 356, აჭარაში - 79, იმერეთში -104.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 144 , მათგან თბილისში - 97, აჭარაში - 12, იმერეთში - 11.

750 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 - თბილისში, 319 - აჭარაში. 11 175 პირი ვირუსის მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 96 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 82, ხოლო აჭარაში - 14. სულ 6 ოქტომბრიდან - 30 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 567პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 203 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 23 877 პირი, აჭარაში - 2 735, იმერეთში - 1 212.