აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას კიევში გაემგზავრება.

5 და 6 მაისს ის შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ბლინკინი "დაადასტურებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რუსეთის მუდმივი აგრესიის ფონზე".

როგორც ცნობლილია, უკრაინაში ვიზიტამდე, ბლინკენი სამი დღე ლონდონში გაჩერდება.

ბლინკენი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი იქნება, რომელიც 2020 წლის თებერვლის შემდეგ უკრაინას ეწვევა.