კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ის შემქმნელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აპირებს ბრაზილიის ჯანმრთელობის მარეგულირებელს - Anvisa-ს შეურაცხმყოფელი ბრალდებებისთვის და ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებისთვის უჩივლოს. .
ორშაბათს Anvisa-ს საბჭომ არ დააკმაყოფილა Sputnik V- ის იმპორტის დამტკიცების მოთხოვნები.
Anvisa-ს მედიკამენტებისა და ბიოლოგიური პროდუქტების მენეჯერის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ვაქცინაში გამოყენებული ადენოვირუსი შეიძლება გამრავდეს და ეს სერიოზული დეფექტია.
Sputnik V-ის შემქმელმა უარყო აღნიშნული ბრადება, რომ ვაქცინის წარმოებისთვის გამოყენებული ორი ადენოვირუსი შეიძლება გამრავდეს.