გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, რუსეთის მიერ ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ს ავრცელებს.
"მარტში, რუსეთის ოფიციალური პირების მიმართ ადამიანთა უფლებების სეროზული დარღვევისთვის ევროკავშირის მიერ მიღებული ზომებისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული ზომები არსებითად უსაფუძვლოა. ზომები ხელს უწყობს რუსეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვას არასაჭირო გზით". - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ კრემლმა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, ევროპარლამენტის პრეზიდენტს დევიდ სასოლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვას, საფრანგეთის დელეგაციის წარმომადგენელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელს. რუსეთის სანქციები სულ 8 პირს შეეხო.
კრემლის გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა უკვე დაგმეს. მათი თქმით, ამ სანქციებით, პუტინი ევროკავშირთან დაპირისპირების გზის არჩევის დმონსტრირებას ახდენს.