ილია მეორე: მერონის მთაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ საყოველთაო მწუხარება და თანაგრძნობა გამოიწვია

"მერონის მთაზე გუშინ მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ საყოველთაო მწუხარება და თანაგრძნობა გამოიწვია. ", - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ისრაელში, ლაგ ბა-ომერის დღესასწაულზე მომხდარი ტრაგედიის გამო ისარელის პრეზიდენტს რეუბენ რივლინს სამძიმარს უცხადებს.

„თქვენო აღმატებულებავ, მერონის მთაზე გუშინ მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ საყოველთაო მწუხარება და თანაგრძნობა გამოიწვია. ჩვენი მხრიდანაც გამოვხატავთ დიდ გულისტკივილს და გთხოვთ, სამძმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მთელ ებრაელ ხალხს.

დაშავებულებს კი ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას“,- აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.