იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე III კუვუკლიაში შევიდა და იქიდან ალმოდებული სანთლები გამოიტანა.

საქრისტიანოს უდიდესი საიდუმლო, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა, ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.