ინდოეთის დასავლეთში, კოვიდკლინიკის პალატაში გაჩენილ ხანძარს18 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera-ი ავრცელებს.
"16 პაციენტი და 2 თანამშრომელი გარდაიცვალა ხანძრის შედეგად. 12 მათგანი ცეცხლმისა და კვამლის გამო გარდაიცვალა ", -განაცხადა პოლიციელთა ზედამხედველმა, მისივე თქმით, "წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია".
მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ხანძარი ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში, ჟანგბადის ბალონის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
„ხანძრის მასშტაბის გამო, საავადმყოფოში დიდი ქაოსი იყო. დაწესებულების თანამშრომლებმა პაციენტები შენობიდან გამოიყვანეს და მათ, ახლობლების დახმარებით, დამოუკიდებლად მოუწიათ სხვა საავადმყოფოში წასვლა“, - ამბობს თვითმხილველი.