სოფელ გუგუთთან კლდის მასის ჩამოსვლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე (გუგუთი) ჩამოვიდა კლდის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ ეტაპზე, ტექნიკის მობილიზაცია მიმდინარეობს და გაწმენდითი სამუშაოები მალე დაიწყება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.