აშეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო, რითაც დასრულდა "სამუდამო ომი", როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უწოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-სა და NATO-ს თითქმის 20 წლის განმავლობაში მოუწიათ ავღანეთში ყოფნა. ჯარებისა და აღჭურვილობის გაყვანა 11 სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს.
როგორც BBC წერს, ჯარების გამოყვანის პროცესი დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს.
"თალიბანი აცხადებს, რომ აღარ აქვთ ვალდებულება, საერთაშორისო მისიების სამხედროები მიზანში აღარ ჰყავდეთ", - წერს BBC.
გასულ წელს, დონალდ ტრამპის მმართველობისას მიღწეული შეთანხმების თანახმად, აშშ-ის ჯარებს ავღანეთი საბოლოოდ 1-ელ მაისს უნდა დაეტოვებინა.
გასულ თვეში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ზოგი სამხედრო დანაყოფი 2001 წლის ტერაქტის 20-წლისთავამდე, 11 სექტემბრამდე ავღანეთში დარჩებოდა.
თალიბანის სპიკერის განცხადებით, "ამ დარღვევამ თალიბანის მებრძოლებს გაუხსნა გზა, მიიღონ ყველა საპასუხო ზომა, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ".