ზარალის დამთვლელი კომისიის პირველადი ინფორმაციით, გუურჯაანის რაიონში მოსულმა სეტყვამ, სოფელ კაჭრეთში 150-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.
ბოლო სამი დღეა კახეთში ცალკეული მუნიციპალიტეტები დაისეტყვა. დაზარალებულთა ინფორმაციით, სტიქიამ ზოგ ადგილზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 100 პროცენტით გაანადგურა. მოსახლეობა დახმარებას და ბანკებში სესხების გადავადებას ითხოვს.
გურჯაანის მერის არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, სტიქიით მიყენებული ზარალის მონაცემები კიდევ შეიცვალოს.
დაზარალებული მოსახლეობის თქმით, წვიმის შემთხვევაში ღამეს სახლებში ვერ გაათევენ, რადგან სახურავები ძალიან არის დაზიანებული
მერიაში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე დაზიანებულ სახურავებს ტენტით გადაუხურავენ.
30 აპრილს, ძლიერმა სეტყვამ კაჭრეთში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები და ერთწლიანი კულტურებიც გაანადგურა. დახოცილია შინაური ფრინველიც.