ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მეორედ დაისეტყვა. სტიქიამ გიორგეთის თემის სოფლებში ბაღდათსა და კაკლიანში სასოფლო სამეურნეო სავარგულები დააზიანა.
მესამე დღეა კახეთი სტიქიას ებრძვის. ღამით ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კაჭრეთი დააზარალა. განადგურებულია ნათესები და ვენახები, დაზიანდა 150-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი. ძლიერი სეტყვის შედეგად დაიხოცა შინაური ფრინველი.