წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია

წმინდა ცეცხლი საქართველოში უკვე საქართველოშია. წმინდა ცეცხლი იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში დღეს, 20:30 საათზე ჩამოიტანეს.

ცეცხლს პირდაპირ სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ.

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 14:55 საათზე გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს, აღდგომის ტაძარში მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაესწრნენ.

მართლმადიდებელი სამყარო 2 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.