თურქეთში პოლიციამ ასობით დემონსტრანტი დააკავა

დღეს, თურქეთში პოლიციამ ასობით დემონსტრანტი დააკავა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, დემონსტრანტებმა აქცია მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართეს.

რამდენიმე დღის წინ, თურქეთში პანდემიის გამო, სრული “ლოქდაუნი“ ამოქმედდა, რომელიც 17 მაისამდე გაგრძელდება.

ლოქდაუნის პერიოდში აქციებზე დაკავებები განხორციელდა ქალაქ იზმირშიც. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, პროფკავშირების ნაწილს, მშრომელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის ნებართვა ჰქონდა, ხოლო დემონსტრანტების ნაწილი უკანონოდ შეიკრიბა და „ლოქდაუნის“ ფარგლებში მოქმედი შეზღუდვები დაარღვია.

"მათ ყურადღება არ მიაქციეს მოწოდებებს, რომ დაშლილიყვნენ, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს", - აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.