ამირან გამყრელიძე: Covid პასპორტებს, მომავალ კვირას სამინისტროს წარვუდგენთ, თითქმის დასრულებულია

"ორი დღის წინ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში Covid პასპორტის პირველი გატესტვა მოხდა . მომავალ კვირას მას სამინისტროს წარვუდგენთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროში წარდგენის და შემდგომ Covid საბუთის მოქმედების პრინციპს უკვე საკოორდინაციო საბჭოსაც წარუდგენენ.

"COVID-პასპორტზე რამდენიმე ინფორმაცია იქნება დატანილი, პირველ რიგში აცრის სტატუსი, თუ ადამიანს ჩატარებული აქვს PCR ტესტი და ასევე შესაძლოა, მესამეც დაემატოს – გადატანილი აქვს თუ არა COVID-ი. QR-კოდის მეშვეობით შეიძლება, ამ ინფორმაციის იდენტიფიცირება. შემიძლია გითხრათ, რომ სამუშაოების სადღაც 90% უკვე დასრულებულია", - განუცხადა ამირან გაყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.