თენგიზ ცერცვაძე: პანდემია წლის ბოლომდე დასრულდება

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით Covid -19-ის პანდემია წლის ბოლომდე დასრულდება.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, რომ არ ყოფილიყო ვაქცინა და თუ არ იქნა მედიკამენტი, რომელსაც ყველა წლის ბოლოს ველოდით, მაშინ, შესაძლებელია, პანდემია კიდევ 2-3 წელი გაგრძელებულიყო, ან უფრო მეტიც.

"ახლა, როდესაც ეფექტური ვაქცინა არსებობს და თან რიგ ქვეყნებში წარმატებით ხდება ვაქცინაცია, არაფერს ვამბობ ისრაელზე, არაბთა გაერთიანებულ ემირატებსა და ინგლისზე, რომელებმაც უკვე მოსახლეობის 2/3 აცრეს, ვაქცინაციის ასეთი ტემპის პირობებში, ჩემი მოსაზრებით, პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება", - განუცხადა "იმედს" თენგიზ ცერცვაძემ.