"დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში15 000-ზე მეტი აქტიური პაციენტია და მათი დაახლოებით 30% არის ჰოსპიტლებში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა..
მისი თქმით, დაახლოებით 80 პროცენტამდე არის გაზრდილი პირბადის ტარების მაჩვენებლი, რაც სერიოზულად სანუგეშოა,
"ეს ე.წ არდადეგების პერიოდი უნდა გამოვიყენოთ და ზედმიწევნით დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. კარგია, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი რადგან პირბადე გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი კორონავირუსთან ბრძოლაში. მთავარია, რომ ამ არდადეგების პერიოდში თავი ავარიდოთ დიდ თავშეყრებს, დიდ წვეულებებს, რომელიც ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი გახლავთ", - განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებელს ამირან გამყრელიძემ.