ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია რეგულაციების დაცვით იწყება

ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია რეგულაციების დაცვით იწყება.დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება არის ის ძირითადი მოთხოვნები, რომელიც ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დასწრების მსურველებმა უნდა შეასრულონ.

სასულიერო პირებმა კი ზიარების საიდუმლო ერთჯერადი ჭურჭლით უნდა შეასრულონ. დისტანციის დასაცავად ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთებულია ნიშნულები ეკლესიების შიდა და გარე ტერიტორიაზე, სივრცეები დამუშავებულია სპეციალური ხსნარით.

სამების საკათედრო ტაძარში უკვე შეიკრიბნენ მღვდელმთავრები, რომლებიც მრევლთან ერთად პატრიარქს ელიან.