იტალიის პოლიციამ დააკავა ორი ანტივაქსერი, რომლებმაც ვაქცინაციის ცენტრს ცეცხლი წაუკიდეს

იტალიაში პოლიციამ დააკავა ვაქცინაციის ორი მოწინააღმდეგე, რომლებმაც ვაქცინაციის ცენტრს ცეცხლი წაუკიდეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Politico იტალიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

52 წლის პაოლო პლუდა და 51 წლის ნიკოლო ზანარდელი ტერორიზმთან დაკავშრებული დარღვევების ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბრეშაში 3 აპრილს ვაქცინაციის ცენტრისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლაში. შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაწესებულების ერთ-ერთი პავილიონი. თავდასხმის შედეგად მაცივარში შენახული ვაქცინები არ დაზიანებულა.