Anaodolu Agency თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ჰათაის პროვინციაში, სირიასთან დამაკავშირებელი გვირაბი აღმოაჩინეს.
სამინისტროს ცნობით, იპოვეს გენერატორი, 300-მეტრიანი კაბელი, ნიჩაბი და ბატარეა.
„ჩვენი მესაზღვრეების გმირობის წყალობით, ჰათაის პროვინციაში აღმოჩენილია გვირაბი, რომელიც სირიიდან თურქეთის მიმართულებითაა გაყვანილი“, - აღნიშნულია თურქეთის სამინისტროს განცხადებაში.