პრემიერ-მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაური პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან და თბილისის მერ კახი კალაძესთან ერთად საპატრიარქოში იმყოფებოდა.