ირაკლი ღარიბაშვილი: ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„აღდგომა გვავსებს სიხარულითა და იმედით – სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების რწმენით. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვუსურვებ მათ ბედნიერებას, მშვიდობას, სიკეთეს და ჯანმრთელობას. ქრისტე აღდგა!“,- წერს Facebook-ზე გავრცელებულ მილოცვაში ირაკლი ღარიბაშვილი.