აშშ-ის საელჩო მართლმადიდებელ მრევლს აღდგომას ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მართლმადიდებელ მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

საელჩომ Facebook-ის გვერდზე ფიროსმანის ნახატი გამოაქვეყნა.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს“, - წერია საელჩოს ოფიციალურ გვერდზე.