პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ნიკოლოზ ბასილაშვილს მიუნხენის ტურნირში გამარჯვებას ულოცავს.
„ნიკოლოზ ბასილაშვილის კიდევ ერთი გამარჯვება საქართველოს სახელით! ჩვენი ქვეყნის პირველი ჩოგანი მიუნხენის ღია პირველობის გამარჯვებულია.
ვულოცავ ნიკოლოზს და გილოცავთ ყველას“,- წერს კახა კუჭავა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მეხუთე ტიტული მოიპოვა. მიუნხენის ATP250 კატეგორიის ტურნირის ფინალში მან გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი ორ სეტში დაამარცხა.