Pfizer-ი აღმასრულებელი ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას განცხადებით, კომპანია ინდოეთს დახმარების სახით 70 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს გადასცემს.
„მედიკამენტები, მათ შორის სტეროიდული პრეპარატები, ანტიკოაგულანტები სისხლის შედედების შესამცირებლად და ანტიბიოტიკები დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდება. Pfizer-ი სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ამჟამად კოვიდინფიცირებულია ინდოეთსა და მთელ მსოფლიოში და გააგრძელებს დახმარების გაწევას“, - აღნიშნა Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 368 147 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 417 ადამიანი გარდაიცვალა.