სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ 3 მაისს ჩატარებულ საგანგებო სხდომაზე პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხის განხილვის შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

ფაშინიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა მხოლოდ 1-მა დეპუტატმა, 3 წინააღმდეგი იყო, ხოლო 75-მა თავი შეიკავა. ამავდროულად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "აყვავებული სომხეთის" და "ნათელი სომხეთის" პარტიების დეპუტატებმა.

ამრიგად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პროცედურა დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო ერთ კვირაში კვლავ არ აირჩევს მთავრობის ხელმძღვანელს, პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.