"ლელო" ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მე-10 მოწვევის პარალამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

"არჩევნები არის გაყალბებული, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. დღეს იმსჯელა პოლიტსაბჭომ და გადაწყვიტა, რომ არ შევა პარლამენტში", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში „ლელომ“ ხმების 3.15%-ი მიიღო და მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატის შეყვანას შეძლებს.