ესპანეთში დააკავეს აფთიაქის თანამშრომელი, რომელიც COVID-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის ყალბ ცნობას ყიდდა

ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, დააკავეს აფთიაქის თანამშრომელი, რომელიც COVID-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის ყალბ ცნობას მაროკოში გამგზავრების მსურველებზე ყიდდა.

Reuters-ის ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცი თითოეული ყალბი მოწმობის დამზადებაშო 130 ევრო (156 აშშ) დოლარს იღებდა.

დაკავებული ესპანეთიდან მაროკოში გამგზავრების მსურველებისგან სწორედ ტესტის პასუხის ცნობისათვის ამ თანხას ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის პოლიციამ აღმოაჩინა კიდევ 7 საქმე , სადაც ეჭვმიტანილები PCR ტესტის პასუხის ყალბ მოწმობას ყიდდნენ და ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.