Moderna დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს ვაქცინის 500 მილიონამდე დოზას მიაწვდის

ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna-მ ვაქცინებისა ალიანსთან (GAVI) შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები ვაქცინის 500 მილიონამდე დოზას მიიღებენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, Moderna ვაქცინების დოზებს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზებს. საწყისი 34 მილიონი დოზა 2021 წლის მეოთხე კვარტალში უნდა გაიცეს, ხოლო 466 მილიონი დოზა კი 2022 წელს.

შეთანხმება მოიცავს 92 ქვეყანას, COVAX– ის პარტნიორობით. რომლებიც ვერ შეძლებს კონკურენცია გაუწიონ მდიდარ ქვეყნებს მსხვილ, წამყვან კომპანიებთან კონტრაქტის მიღებაში.

"ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელ მსოფლიოში ჩვენს ვაქცინებზე წვდომა ჰქონდეთ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უამრავ ქვეყანას შეზღუდული რესურსები აქვს ვაქცინებზე წვდომისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ COVAX-ის მისიას, უზრუნველყოს ვაქცინებზე ფართო, ხელმისაწვდომი და თანასწორი წვდომა", - აღნიშნა Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ ბენსელმა.