დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონ თქმით, დიდი ალბათობით, სოციალური დისტანციის დაცვა ინგლისის მოქალაქეებს 21 ივნისიდან აღარ მოუწევთ. ამის შესახებ განცხადება მან ჰართლფულში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დროს გააკეთა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით, ინგლისში სოციალური დისტანციის დაცვა დიდი ალბათობით 21 ივნისიდან აღარ იქნება სავალდებულო.
"ეს ჯერ კიდევ დამოკიდებულია მონაცემებზე, ჯერ კატეგორიულად ვერაფერს ვიტყვით. უნდა გადავხედოთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. თუმცა, ახლა ასე ვფიქრობ", - განაცხადა ჯონსონმა.