ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას მკაფიო სიგნალი სჭირდება ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების შესახებ

უკრაინას ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების შესახებ მკაფიო სიგნალი სჭირდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, ამ საკითხების გადადება უნდა დასრულდეს.

"უკრაინას მკაფიო სიგნალი სჭირდება ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების შესახებ. ამ საკითხების გადადება "მოგვიანებით", "რაღაც დღეს", "10 წელი" უნდა დასრულდეს. ანდჟეი დუდა ამ მიდგომას იზიარებს. უკრაინელების მსგავსად, პოლონელების უმეტესობა პოზიტიურად უყურებს უკრაინის მომავალს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.