ხვალ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს.
როგორც NCDC-ში აცხადებენ, ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 09:30 საათზე აიცრება.
ცნობისთვის, ამირან გამყრელიძე საქართველოში პირველი იქნება, ვინც ჩინური წარმოების ვაქცინას გაიკეთებს.
შეგახსენებთ, "სინოფარმით" ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისიდან იწყება. აღნიშნული ვაქცინის გაკეთება საქართველოში 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ. ქვეყანაში "სინოფარმის" 100 000 დოზა რამდენიმე დღის წინ შემოვიდა.