ჯანმოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ მსოფლიო მასშტაბით ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება

„COVID19 ძალიან განსხვავებული დაავადებაა, თუმცა ჩვენი მიდგომები ამ ვირუსის მიმართ იგივეა“, - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ინდოეთსა და ბრაზილიაში გასულ კვირას კოვიდინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა არის ბევრი სხვა ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ძალიან მძიმე ვითარების წინაშეა.

ჯანმოს ხელმძღვანელის განცხადებით, 2022 წელს მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციას 35-45 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

„ვაქცინაციის საკითხის გადაწყვეტა საერთო გადაწყვეტილებებით, დოზების გაზიარებით. ფინანსური რესურსების და ტექნოლოგოების გაზიარებით“, - აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა ვაქცინაციაზე წვდომას ეხება, ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო ვაქცინაცია, ზოგმა - არა.

„საგანგებო მდგომარეობის დონზე, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, უპრეცედენტოა. ვიმედოვნებ, მსოფლიო ლიდერები ამას გააცნობიერებენ და შეძლებისდაგვარად გაზრდიან წარმოების პროცესს და ვაქცინაციის მასშტაბს. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ყველასთვის მსოფლიოში“, - განაცხადა გებრეისუსმა.