"NATO-ს ივნისის სამიტზე ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საგზაო რუკის საკითხს განვიხილავთ", - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"NATO-ს ივნისის სამიტზე დაგეგმილია უკრაინის საგზაო რუქის განხილვა, რათა ნაბიჯები გადადგას NATO-ში გაწევრიანებისკენ", - თქვა დუდამ ზელენსკისთან ერთად გამართული ერთობლივ ბრიფინგზე.
ანდჟეი დუდას განმარტებით, საგზაო რუკა იმ ნაბიჯებს უნდა შეიცავდეს, რომელიც უკრაინამ NATO-ში წევრობის მისაღებად უნდა განახორციელოს.
"პირველ რიგში, ეს უკრაინის უსაფრთხოების საკითხია, რაც თავის მხრივ, ცენტრალური ევროპის უსაფრთხოებას ნიშნავს. უკრაინას ოფიციალურად უნდა მივუთითოთ ის გზა, რომლითაც ის წევრობის მიღების გზაზე უნდა წავიდეს", - აღნიშნა პოლონეთის ლიდერმა.