პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, კაცი რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა.
გავრცელებული ინფორმაციით, პაატა ჩიქობავა ბოლო სამი წელია მცირეწლოვან შვილთან და ცოლთან ერთად პოლონეთში ცხოვრობს. ჩიქობავა სახლიდან 18 აპრილს გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გაუჩინარებასთან დაკავშირებით პოლონეთში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.
უწყების ცნობით, ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ საკონსულოს და მათ მიეცათ განმარტება, თუ რა პროცედურებია საჭირო, რომ პოლონურმა მხარემ დაიწყოს ოფიციალური პროცედურები დაკარგული მოქალაქის მოსაძებნად.
უწყების ინფორმაციით, პოლონეთში საქართველის საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ასგილობრივ სამართალდამცავებთან, რათა მიიღოს უახლესი ინფორმაცია.