გერმანიის პოლიციამ მიაგნო ბავშვთა სექსუალური ძალადობის ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმას მსოფლიოში - დაკავებულია გერმანიის 4 მოქალაქე

თვეების განმავლობაში ჩატარებული გამოძიების შემდეგ, გერმანიის პოლიციამ მიაგნო ბავშვთა სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი უდიდეს პლატფორმას მსოფლიოში, რომელსაც 400,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

პლატფორმა აქტიური იყო მინიმუმ 2019 წლის ივნისიდან და მხოლოდ ე.წ darknet ქსელის საშუალებით იყო ხელმისაწვდომი.

ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს გერმანიის ოთხი მოქალაქე, რომლებიც 40-დან 64 წლამდე არიან. სამი მათგანი პლატფორმის ადმინისტრატორად მუშაობაში იყო ეჭვმიტანილი. მათ შორის ერთ-ერთი პარაგვაიში დააკავეს.

მეოთხე მამაკაცი, რომელიც დააკვეს, 64 წლის, ჰამბურგის მკვიდრი საიტზე 2019 წელს დარეგისტრირდა და მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის პოლიცია რამდენიმე თვის განმავლობაში იძიებდა პლატფორმას, მის ადმინისტრატორებს და მომხმარებლებს. გამოძიებაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის საპოლიციო სააგენტო, ევროპოლი და ჰოლანდიის, შვედეთის, ავსტრალიის, აშშ-ის და კანადის სამართალდამცავი ორგანოები.