ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე მეორე ხუთწლიანი ვადით კენჭისყრას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Stat News-ი ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ეყოლება თუ არა კიდევ სხვა კანდიდატი ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
ცნობისთვის, გებრეისუსი პირველი აფრიკელია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში. ჯანმო-ს ხელმძღვანელის პოსტი მან 2017 წელს დაიკავა. გებრეისუსი წარმოშობით ეთიოპიელია.