ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ სამხედრო ნაწილებს, რომელებიც ტაჰოიას რაიონში პატრულირებდნენ. თავდასხმის შედეგად 16 სამხედრო დაიღუპა და 6 დაიჭრა. ინფორმაციას EuroNews-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულ რეგიონში, მარტის თვეში 137 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ამ დროისთვის უცნობია რომელმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ განახორციელა შეტევა.თუმცა, ტერიტორიას, სადაც თავდასხმა მოხდა ჯიჰადისტური დაჯგუფებები აკონტროლებენ. მათ ტერორისტულ ორგანიზაციებთან - "ალ ქაიდასთან" და "ისლამურ სახელმწიფოსთან" აქვთ კავშირი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა 2018 წლიდან ასობით სამხედრო და სამოქალაქო პირი მოკლეს.