ნიკოლ ფაშინიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

დღეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა მეუღლესთან, ანა ჰაკობიანთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. თუმცა, ვაქცინის სახელწოდება არ გაუსაჯაროებიათ.

ვაქცინაციის ამსახველი ვიდეომასალა ფაშინიანმა Facebook-ის გვერდეზე გაავრცელა და მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვა ურჩია.

"ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს აქტიურად მიმართონ პოლიკლინიკებს და აცრა გააკეთონ", - წერს ფაშინიანი.

სომხეთში ამ ეტაპზე AstraZeneca-ს და რუსული Sputnik V-ის ვაქცინებია ხელმისაწვდომი.