ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტის ბოიკოტს შეუერთდა.
ინფორმაცია, პარტიების ლიდერებმა, ბრიფინგებზე გაახმოვანეს.
პარლამენტში შესვლაზე უკვე თქვეს უარი სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც, მმართველი პარტია კი არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება.
საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
ქართული ოცნება – 48.15%ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14ევროპული საქართველო – 3.78%ლელო – 3.15%სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%პატრიოტთა ალიანსი – 3.14%გირჩი – 2.86%მოქალაქეები – 1.33%ლეიბორისტული პარტია – 1%30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება.